logo
ENG



კოვიდარტი - რას აკეთებენ ხელოვანები პანდემიის დროს

26 აპრ 202022:03
3 წუთის საკითხავი
 

"სასაცილოა ჩვენი ცხოვრება, ქალაქში დადის ეპიდემია! თბილისი ნიჭთა სასაფლაოა და იდიოტთა აკადემია". აშკარად სხვა ტიპის ეპიდემიას გულისხმობდა გალაკტიონი, როცა ამ სიტყვებს წერდა. 

მაშინ, როდესაც მსოფლიოში და საქართველოში, ასე თუ ისე, ყველა ოთხ კედელშია გამოკეტილი, ამ კედლების შიგნით ის ადამიანებიც მოჰყვნენ, რომელთათვისაც მოძრაობა და რაღაც ახლის შექმნა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. საინტერესოა, რას აკეთებენ ქართველი არტისტები მაშინ, როდესაც ირგვლივ სრული უძრაობაა

ქუჩის მხატვრობა ის სფეროა, სადაც რეალური ცხოვრება და ხელოვნება პირდაპირი მნიშვნელობით იკვეთება. ამ სფერომ ახლა სოციალურ ქსელშიც გადაინაცვლა. პოეტები კი პანდემიის პრობლემას ფიქრისა და შემოქმედებისთვის იყენებენ. 


close დახურვა